ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს გაიმართება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს გაიმართება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
თავდაპირველად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება, შემდეგ კი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს აირჩევს.
რექტორის არჩევისთვის აუცილებელია აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა. რექტორობის კანდიდატმა დანიშვნისთვის აკადემიური საბჭოს მინიმუმ 6 ხმა უნდა მოიპოვოს.
რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.