ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები შემდეგი წარწერით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია.
ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.