ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესზე, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესზე, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე, თავად ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლება. შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ მედიამენეჯერი პოლიტპატიმარია.
წინა სასამართლო სხდომას, სადაც დასკვნითი სიტყვა ამაღლობელის ადვოკატებმა წარმოთქვეს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პროცესზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.