ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 44-ე დღეა, შიმშილობს

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 44-ე დღეა, შიმშილობს
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 44-ე დღეა, შიმშილობს.
⭕ მან 19 თებერვალს წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან მიაჩნია, „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე". თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს აცხადებს ექიმებთან კონსულტაციაზე და ანალიზების ჩატარებაზე.
⭕ თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
⭕ „ბათუმელებმა“ თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე, დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.