ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები” – ადვოკატი თემურ ქათამაძეზე, რომელიც 46-ე დღეა, შიმშილობს

“თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები” – ადვოკატი თემურ ქათამაძეზე, რომელიც 46-ე დღეა, შიმშილობს

ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატის ინფორმაციით, ქათამაძე თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილების სირთულეები აქვს.
“თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანხმდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს უახლოეს მომავალში პროცესები სასამართლოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპი სხდომაზე დაფიქსირება”, – ამბობს ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი. მის კომენტარს “TV პირველი” ავრცელებს.
პატიმრობაში მყოფი ქათამაძე უკვე 46 დღეა, შიმშილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.