არქივი20 იანვარი, 2024, 16:21
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა - ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 17:00 საათზე შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს.
გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისათვის, შესაბამის სამსახურებმა სამუშაოები დასრულდეს და უახლოეს პერიოდში ფრენები აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.