ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა.
ამასთან, აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის მათ აეროპორტში მუშაობა დაასრულეს.
აღნიშნული შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“ ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.