არქივი13 ოქტომბერი, 2024, 17:38
ბათუმის მერია - უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.
„ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.