ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.
მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ეცნობიან, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება სამუშაოები.
"პარალელურად, შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები", - აცხადებენ მერიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.