არქივი24 დეკემბერი 2023, 08:42
ბათუმის მერია - მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები
ბათუმის მერიის ინფორმაციით,ქალაქ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.