არქივი4 იანვარი, 2026, 13:25
ბათუმის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება. აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ავიამიმოსვლას ქარი აფერხებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა თურქეთისა და თელ-ავავის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.