არქივი4 იანვარი, 2026, 14:23
ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება. აეროპორტის მენეჯმენტის განმარტებით, ავიამიმოსვლას ქარი აფერხებს.
აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა თურქეთისა და თელ-ავავის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.