ბათუმიდან თურქეთის კონსული კაზინოში გამოჩენის გამო გაიწვიეს

13
ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია.
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი.
თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს.
ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად 2024 წლის შემოდგომაზე დაინიშნა და მას როტაცია ჯერ არ უწევდა.
წყარო: ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ