“ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას” – ევროკავშირის საელჩო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირი გამოხატავს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერას “საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში” და ხაზს უსვამს მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას”, – აღნიშნულია 1 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, “ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ