ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას - ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.
ევროკავშირი მხარს უჭერს:
ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;
ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;
სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;
ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;
ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.