ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს - პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და ყველაზე ეფექტურია

ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს - პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და ყველაზე ეფექტურია

პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და რომელიც არის ყველაზე ეფექტური [შედეგის მისაღწევად], - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის დაწყვებამდე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების პროტესტის გარდა დადებითი შედეგი მოიტანა პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო „ქართული ოცნება“.
„ახლა გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, შეიქმნა მასთან კოალიციური საბჭო, რომელიც იმსჯელებს ყოველდღიურ გეგმებზე. პოლიტიკური აქტორები უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, სრულიად იზოლირებულია ეს ძალა, მარტოა ე.წ. პარლამენტში, მარტოა გარე სამყაროსთვის დარჩენილი. ამ იზოლაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ. ამას ჩვენ გავაგრძელებთ და მინდა ვთქვა, რომ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა პროტესტმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.