ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს.
“გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.
ცხადია, ოცნების პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე”, – წერს ის Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს