ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მტკიცებულებებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით წარადგენს

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მტკიცებულებებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავს, რადგან, ჯაფარიძის აზრით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ „ყალბი პროცესის შექმნა“ სურს.
„გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული!
ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე”, - წერს ჯაფარიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.