ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მათ იმოქმედეს არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე".
"მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 პროცენტის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას.
ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დისკრიმინაციისკენ მიმართული კანონი და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
აქედან გამომდინარე, ამ კანონის ინიციატორებმა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები.
მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!",- წერს ჯაფარიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.