ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - სრული მხარდაჭერა ბუდუ ზივზივაძეს - ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს, რომელიც ახალისებს ძალადობას, ოკუპანტს არ აკრიტიკებს და ამას უკრძალავს სხვებსაც

სრული მხარდაჭერა ბუდუ ზივზივაძეს - ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს, რომელიც ახალისებს ძალადობას, ოკუპანტს არ აკრიტიკებს და ამას უკრძალავს სხვებსაც, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ მოსწონს, როდესაც ადამიანები აკრიტიკებენ ოკუპანტს - რუსეთს, როდესაც ადამიანები გმობენ ძალადობას.
„ბუდუ ზივზივაძე არის ნამდვილი პატრიოტი, ის ყოველთვის სწორ მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს.
დღევანდელ ხელისუფლებას არ მოსწონს, როდესაც ადამიანები აკრიტიკებენ ოკუპანტს - რუსეთს, როდესაც ადამიანები გმობენ ძალადობას - ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებულს.
აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს, რომელიც ახალისებს ძალადობას, ოკუპანტს არ აკრიტიკებს და ამას უკრძალავს სხვებსაც.
სრული მხარდაჭერა ბუდუ ზივზივაძეს და მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, - წერს ბადრი ჯაფარიძე.
ჯაფარიძის კომენტარს პარტია „ლელო“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.