არქივი9 ივნისი, 2025, 18:36
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ორი კი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.
შედეგად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, ახალგაზრდა კაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები,პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.