ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახლო აღმოსავლეთში 200-ზე მეტი სამხედრო დრონების ექსპერტი გავგზავნეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმოკავშირეების დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთში უკრაინამ 200-ზე მეტი სამხედრო დრონების ექსპერტი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამჟამად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სპარსეთის ყურის ზონაში, 201 უკრაინელი იმყოფება. დამატებით 34 განთავსებისთვის მზადაა. ესენი არიან სამხედრო ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ დაიცვან თავი [დრონების წინააღმდეგ] და როგორ გაუმკლავდნენ შაჰედის დრონებს.
ჩვენი გუნდები უკვე იმყოფებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, საუდის არაბეთში და მიემართებიან ქუვეითში. ჩვენ კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ - შეთანხმებები უკვე მიღწეულია" - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანი მეზობელ ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ ბაზებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საკუთარი წარმოების შაჰედის ტიპის დრონებით უტევს. რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნული ტიპის დრონების მოგერიების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.