პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრედ კუპერი: აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი

ბრედ კუპერი: აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი
"აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი" | ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი საუბრობს. მან დაადასტურა, რომ ამერიკელებმა ირანის "სულეიმანის" კლასის ბოლო ხომალდებიც გაანადგურეს: "ირანული სამხედრო გემების ეს კლასი სრულად განადგურებულია"
💬 "სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ტალღები ირანის წინააღმდეგ თითქმის ყოველსაათობრივად, სხვადასხვა მიმართულებიდან და წერტილიდან ხორციელდება" | ამბობს კუპერი და განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაცია არაპროგნოზირებადი, დინამიკური და გადამწყვეტი იყო: "პირველი 24 საათის შემდეგ, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა რეჟიმი კვლავ აგრძელებს ყურის ქვეყნების უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს, ამასთანავე, საკუთარ ხალხს ფარად იყენებს და იერიშებს მჭიდროდ დასახლებული ქალაქებიდან ახორციელებს"
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.