ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – ზავზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – კვლავ ვერ ხერხდება მორიგ ზავზე შეთანხმება. “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ მედიატორების მხრიდან შეთავაზებულ ახალ წინადადებას განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზავი ექვს კვირას მოიცავს და ის, დამატებით, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების ერთმანეთში გაცვლას გულისხმობს. თუმცა შეთავაზებაზე უარს აცხადებს თელ-ავივი.
ჰანიას განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისინი “არ გაათავისუფლებენ ათასობით ტერორისტს”. “სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით”, – ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან