“ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი” – რა ურჩია მიშელმა კობახიძეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე წერს, მან კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
“საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის” – წერს შარლ მიშელი.
სატელეფონო საუბარში @PM_Kobakhidze-სთან განხილულ იქნა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება, ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ, უნდა იქნეს მოსმენილი და გათვალისწინებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.