ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა, როგორც არასდროს, გლობალური თამამშრომლობის განვითარების დროა, რასაც სჭირდება ქმედითი, გლობალური გამოწვევების თანაზომიერი პასუხები.
„მჯერა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია: მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ს, ბევრი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი – რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან; უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კორიდორი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო; და უკრაინამ განამყარა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული.
დაბოლოს, რუსეთი დიპლომატიურადაც მარცხდება. ფინეთი ნატო-ს შეუერთდა, ამ გზას მალე შვედეთიც გაიმეორებს, უკრაინა კი ევროინტეგრაციის გზაზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია, თუმცა უკრაინას სჭირდება დაფინანსება, მათ შეიარაღება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა რუსეთის მომავალი თავდასხმები მოიგერიონ. მათ ასევე სჭირდებათ იმედი. უნდა იცოდნენ, რომ ტანჯვის შემდეგ საკუთარი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შექმნიან. უკრაინის უკეთესი მომავალი კი ევროპაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.