მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება.
მისი განმარტებით, ახლა კონფლიქტისა და პოლარიზაციის დრო არ არის, საჭიროა ნდობის აღდგენა, ეს კი სწრაფ მოქმედებას მოითხოვს.
“გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს ჩვენი საზოგადოებების პოლარიზება. ეს რისკები სერიოზულია, რადგან ზღუდავს ჩვენს უნარს ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებსაც ვაწყდებით. ახლა არაა კონფლიქტისა და პოლარიზაციის დრო, ნდობის აღდგენის დროა, ეს კი სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. მჯერა, რომ ეს მიღწევადია და მჯერა, რომ ევროპას შეუძლია და უნდა იყოს კიდეც ლიდერი.
თავისუფლებას, რომელსაც ჩვენს საზოგადოებებს ვთავაზობთ, მოჰყვება რისკები შიგნიდან და გარედან. ყოველთვის იქნება მცდელობა გადავუხვიოთ კურსიდან, ეს კი ყველაზე კარგად უკრაინის საკითხმა აჩვენა. რუსეთი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში წარუმატებელია, არ მოხდა ის, რასაც ბევრი შიშობდა. ის დასუსტდა ეკონომიკურად და წააგო დიპლომატიურადაც – ფინეთის ნატოში გაწევრიანებით. ეს ყველაფერი კი გვეუბნება, რომ ამ ომში უკრაინას შეუძლია წინსვლა, მაგრამ მას უნდა დავეხმაროთ 2024 წლისთვის და შემდეგაც”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით