ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალციხეში სუპერმარკეტ "სმარტის" შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში სუპერმარკეტ "სმარტის" შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, "სმარტის" სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აფეთქება შენობის მეორე სართულზე მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები და სახანძო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
დამატებით დეტალებს "ინტერპრესნიუსი" შსს-ში არკვევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.