არქივი31 იანვარი, 2025, 01:22
ახალციხეში, სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “სმარტის“ შენობაში აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები და სახანძო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
ინფორმაციას ტვ პირველი “სამხრეთის კარიბჭეზე” დაყრდნობით ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.