ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალმა ზელანდიამ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„ახალმა ზელანდიამ კიდევ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა“, - აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირკვევა, რომ სანქციების სიაში რუსეთის ფედერაციის 45 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი მოხვდა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ ასევე დააწესა ფასების ლიმიტები რუსული წარმოშობის ნავთობზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ახალმა ზელანდიამ აკრძალა შეზღუდული საქონლის ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში მესამე ქვეყნების გავლით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.