არქივი5 იანვარი, 2024, 11:39
ახალი წლის დღეებს ქედა მასპინძლობს - მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საახალწლო ბაზრობა
ახალი წლის დღეებს ქედა მასპინძლობს. მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საახალწლო ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ასევე სტუმრებს აჭარული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. მოწყობილია საბავშვო და შემეცნებითი სივრცეები.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მასშტაბით კიდევ 1 კვირა გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიება 63 მუნიციპალიტეტში, 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.