„ახალი წელი ძალიან კარგი იყო - სასტუმროების 70%-ი სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე“ – შალვა ალავერდაშვილი
„ახალი წელი ძალიან კარგი იყო - სასტუმროების 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე,“ - ასე აფასებს ჰორეკა სექტორი ახალი წლის პერიოდს.
„ახალი წელი ძალიან კარგი იყო. როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ისე თბილისში. დედაქალაქში განსაკუთრებით.
სასტუმროების თითქმის 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე, როგორც ხუთვარსკვლავიან, ისე 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში, თითქმის ყველა გაჯერებული იყო სომეხი დამსვენებლებით. საკმაოდ კარგი და შემოსავლიანი პერიოდი იყო,“- აღნიშნა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.