ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი საჰაერო სატვირთო მარშრუტი საქართველოსა და თურქმენეთს ჩინეთის გავლით აკავშირებს

2024 წლის ივლისიდან ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ახალ სატვირთო მარშრუტზე ოპერირება დაიწყო და ფრენებს და შესაბამისად ტვირთების ტრანსპორტირებას თბილისი-მეილანი–თურქმენაბათი-თბილისი მარშრუტზე მოხდეს. ამის შესახებ თბილისში თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახური თურქმენაბათის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება თურქმენეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ახალი მარშრუტი ავსებს არსებულ სატვირთო საჰაერო მომსახურებას, რომელსაც 2023 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია Geosky. მათი ფრენები სრულდება მარშრუტით თბილისი – ჟენჯოუ – თურქმენაბათი – სარაგოსა – თბილისი.
წყარო: ავიანიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.