ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

AIR CHINA საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენებს იწყებს

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი სამგზავრო რეისების განხორციელებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.