ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა

ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა
„თეთრი სახლი დიდი ხანია ჩაეხსნა დონალდ ტრამპ-უმცროსის პირველ შეფასებას, რომ რუმინეთში ადგილი ჰქონდა „სოროსისტულ-მარქსისტულ გადატრიალებას”. დღეს ვაშინგტონის ადმინისტრაციას ეს საკითხი აღარ აღელვებს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების დამარცხებაში „დიფ სთეითის“ გავლენებზე აკეთებს აქცენტს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როდესაც „დიფ სთეითის” დამარცხების გზები ჯერჯერობით არ ჩანს, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუს და სიმეონის გამარჯვება შეუძლებელი იყო.
ექსპერტი წერს, რომ ევროსკეპტიკოსი, ტრადიციონალისტი და სუვერენული ძალების გამარჯვება რუმინეთში თავიდანვე განწირული იყო, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც ცხადყოფს. „რუმინეთში არც ჯორჯესკუს და არც სიმეონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა იმ პირობებში, როდესაც „დიფ სთეითის” დამარცხება/დასუსტებისაგან ტრამპი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. ისევე, როგორც ხალხის რჩეული რეალური კანდიდატი მოლდოვაში დაამარცხეს რუმინელმა მოლდოველებმა, რუმინეთშიც არჩევნებში გაიმარჯვეს მოლდოველმა რუმინელებმა. აი ასეთი გასაოცარი საარჩევნო „კარუსელია” დღეს ამ ორ ქვეყანაში.
თეთრი სახლი დიდი ხანია ჩაეხსნა დონალდ ტრამპ-უმცროსის პირველ შეფასებას, რომ რუმინეთში ადგილი ჰქონდა „სოროსისტულ-მარქსისტულ გადატრიალებას”. დღეს ვაშინგტონის ადმინისტრაციას ეს საკითხი აღარ აღელვებს: ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი მათ „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა. დიფ სთეითის” მიერ უკვე გამოყოფილია მსუყე ფინანსური რესურსები რუმინეთში ევროპაში უმსხვილესი ახალი ავიაბაზის მშენებლობაზე, რომელიც გერმანულ „რამშტაინზე” უფრო მასშტაბური იქნება და მას 10 ათასიანი სამხედრო კონტინგენტი მოემსახურება. ობიექტის ფართობი – 2800 ჰექტარია, პერიმეტრი – 30 კილომეტრი, პროექტის ღირებულება – 2.5 მილიარდი დოლარი. ამ მოცემულობაში ევროსკეპტიკოსი, ტრადიციონალისტი და სუვერენული ძალების გამარჯვება რუმინეთში – თავიდანვე განწირული იყო. რა არჩევნები, რის დემოკრატია, ეს ზღაპრები „დიფ სთეითის” მიერ დღეს მხოლოდ საქართველოსთვის არის შენარჩუნებული. ჩვენ კი, მორიგ ჯერზე შევიგნოთ – ვინ არის ჩვენი მტერი და ვინაა მოყვარე. შევიგნოთ, რომ პირადი ანტიპათიების მიუხედავად, დღეს ხელისუფლების და დედაეკლესიის სინერგიის გარშემო უნდა გავერთიანდეთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. ესენიც მსხვერპლი იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით