ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ

პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.
პუტინის თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ახორციელებენ.
„მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ ამოცანას უმკლავდებიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.