ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ

ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ფოტო: Tim Bieber via Getty Images
ლობსტერების, იგივე ომარების, ნორვეგიულ სახეობაზე Nephrops norvegicus ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ისინი ტკივილს გრძნობენ.
მეცნიერები კიბოსნაირთა კლასში შემავალ ამ ცხოველებს ელექტროშოკით შეეხნენ. ამ დროს მათ ასპირინი და ლიდოკაინი (ტკივილგამაყუჩებლები) გაუკეთეს, რის შემდეგადაც თავის დაღწევის მცდელობა შეწყვიტეს. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ წამლებმა ლობსტერებში ტკივილის შეგრძნება დათრგუნა. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ დასხლტომის მცდელობისას კუდის მოძრაობა ტკივილის რეფლექსია და არა უბრალოდ სტრესზე რეაქცია.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ეს მიგნება ეთიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა. ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, ის ფაქტი, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებლები ლობსტერებზეც ზემოქმედებს, ჩვენ შორის მსგავსებას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
ცნობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში — მათ შორის ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრიასა და ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში — კიბოსნაირების ცოცხლად მოხარშვა უკვე აკრძალულია. ამ საკითხს დიდი ბრიტანეთიც განიხილავს, სპეციალისტები კი ლობსტერებში ე.წ. ელექტრონარკოზის ეფექტიანობას იკვლევენ. ეს შეიძლება ცოცხლად მოხარშვის უფრო “ჰუმანური” ალტერნატივა აღმოჩნდეს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 105 ლობსტერი რამდენიმე ჯგუფად დაყვეს, მათ შორის კონტროლ ჯგუფებად, რომლებში შემავალ ცხოველებშიც ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ. სხვა ომარებს ელექტროშოკით შეეხნენ და ლიდოკაინი ან ასპირინი გაუკეთეს.
მეცნიერები ლობსტერების ქცევას შოკამდე, შოკის დროს და შემდეგ 2 საათის განმავლობაში დააკვირდნენ. იმ ომარებმა, რომლებმაც ელექტროზემოქმედება განიცადეს, გაქცევა კუდის ამოძრავებით სცადეს. ეს ქცევა კონტროლ ჯგუფში არ გამოვლენილა.
მას შემდეგ, რაც ლობსტერებს ლიდოკაინი ან ასპირინი გაუკეთეს, მათ კუდის მოძრაობა საგრძნობლად შეამცირეს: აღნიშნული ქცევა ლიდოკაინის შემთხვევაში 13-იდან შვიდმა და ასპირინის შემთხვევაში 13-იდან მხოლოდ 3-მა გაიმეორა.
ეს პირველი კვლევა არ არის, რომლითაც გამოვლინდა, რომ უხერხემლოებს, როგორებიც კიბოსნაირები და რვაფეხები არიან, ტკივილის აღქმა შეუძლიათ. ზემოხსენებულ ქვეყნებთან შედარებით ამ მხრივ კანონმდებლობას უფრო ნელა ცვლის, თუმცა ზოგიერთ შტატში (მაგალითად, კალიფორნიასა და ვაშინგტონში) რვაფეხების მოშენება უკვე აკრძალულია.
ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2352 ნახვა
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს1200 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ1067 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს951 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ536 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა

შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია