ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალი კვლევით, მარსის წითელი მტვრის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა ოკეანის მოცულობის წყალი იმალებოდეს

მარსის წითელი მტვრის ზედაპირის ქვეშ, ქვების ნაპრალებში შესაძლოა იმალებოდეს იმდენი მოცულობის წყალი, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ოკეანისთვის - ვკითხულობთ ახალ გამოკვლევაში.
12 აგვისტოს გავრცელებული ეს ვარაუდი ეფუძნება მერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის Mars InSight lander-ის სეისმურ გაზომვებს, რომელმაც მარსზე დაადგინა 1300-ზე მეტი ბიძგი, სანამ ორი წლის წინ დაიხურებოდა.
წყალი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მარსის ზედაპირის ქვემოთ, 11,5-20 კილომეტრის სიღრმეშია, შესაძლოა ზედაპირიდან ჩაიღვარა მილიარდობით წლის წინ - მაშინ, როცა მარსზე იყო მდინარეები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც, როგორც ამას ვარაუდობს კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის უკეანოლოგიის წამყვანი მეცნიერი, ვაშან რაიტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.