არქივი13 იანვარი, 2025, 00:39
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, სპეცრაზმი განლაგდა

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეცრაზმი განლაგდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
შეკრებილები დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ, ისინი სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, მანამდე წინასწარი დაკავების იზოლატორთანაც იყვნენ შეკრებილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.