აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. ისმის შეძახილები: “არა რუსულ რეჟიმს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და მოქალაქეები პროტესტს ევროპული მომავლისთვის აგრძელებენ.
“42-ე დღეა აქ ვიმყოფებით, ექიმები ხალხის გვერდით ვართ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, რომ დროულად გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები და დროულად დაინიშნოს ხელახალი სამართლიანი , შეცვლილი ცესკოს ადმინისტრაციით. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის მოლოდინისა, რომ დავიღლებოდით და დავიშლებოდით, ყველა პარტიის აქტივისტების გაერთიანება მოხდა და ჩამოყალიბდა ერთი დიდი პარტია, რასაც ჰქვია ქართველი ხალხი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება იმ გზას, რასაც ევროპული მომავალი ჰქვია”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მზია ქედელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…