არქივი28 დეკემბერი, 2024, 22:37
აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
მათი თქმით, ერთი თვეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან, რათა ქვეყანაში დიქტატურა არ დაუშვან.
შეკრებილები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ხელისუფლება მიტაცებული აქვთ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, გამსახურდიას ქუჩა, მთავრობის სახლის წინ გადაკეტილი აქვთ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა დღეს ბათუმის სანაპიროზე ერთობის ჯაჭვიც მოაწყვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.