პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამუშაოებში 52 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.
„მეოთხე დღეა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე იწმინდება დამეწყრილი მონაკვეთები. საერთო ჯამში, 115 მიმართულებიდან ამ ეტაპზე გაწმენდილია 60 მიმართულება, ამჟამად 28 მიმართულებაზე მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 52 ერთეული ტექნიკა”, - აცხადებენ უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.