ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა.
როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ნალექის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლაში, ასევე შუახევის 27 და ქედის 4 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა.
ამასთან, უხვი ნალექის გამო, ელექტრო ენერგია აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. თოვლმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.
როგორც „ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, მიმდინარეობს სამუშაოები და დღის ბოლომდე ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.
„უამინდობამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ქედაში, სოფელ მერისში დღის ბოლომდე აღდგება დენის მიწოდება, შუახევში მცირე შეზღუდვებია - სოფელ უჩამბას, დღვანსა და შუბანს დენი არ მიეწოდება, აქაც ვმუშაობთ. ხულოში სოფელ წაბლანასა და დიდ აჭარაშიც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაჭახელას ხეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ, ძლიერმა ქარმა სადენები დააზიანა. მაქსიმალურად მუშაობენ, ჩვენი თანამშრომლები და დღის ბოლომდე ყველა მიმართულებით დენის მიწოდება აღდგება”,- განაცხადეს „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.