მას შემდეგ, რაც ბათუმის დატბორილი ქუჩებიდან წყალმა კლება დაიწყო, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ქალაქში გავიდნენ.
აღმაშენებლის ქუჩაზე, ჩინოვნიკები გზის მშრალი ნაწილიდან წყალში შევიდნენ, სადაც პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მათ ფოტოები გადაუღეს.
წყალში ჩამდგარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და სხვა ჩინოვნიკების ფოტოები გვიან ღამით გაავრცელეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, მთავრობისა და მერიის წარმომადგენლები ადგილზე დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ფოტოების გადაღების შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს.




