ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარაში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ

აჭარაში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურბ ფრკიჩის ბათუმის სომხურ ეკლესიაში საშობაო წირვა მამა არარატ გუმბარიანმა აღავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შობა და ნათლისღება მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.