არქივი12 მარტი, 2024, 18:11
აჭარაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცოლის არასრულწლოვანი დისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ედება ბრალად
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭრაში შუახნის მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
შუახნის მამაკაცი უკვე პატიმრობაში იმყოფება.
შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას დეიდამ მას შემდეგ, რაც მომხდარზე შეიტყო, არასრულწლოვან დისშვილზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც დეიდას მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.