ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში 12 წლამდე ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მის მეზობლად მცხოვრები მამაკაცი დააკავეს

რუსთავში 12 წლამდე ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მის მეზობლად მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუბით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და ინტიმურ ადგილებზე შეეხო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავე ბავშვს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეხვდა და გარყვნილი ხასიათის ქმედება ამჯერად ფულის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
არსებული ინფორმაციით მომხდარის შესახებ გოგონამ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს და მამაკაცის დაკავება მოხდა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.