ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ 100%-ით თქვენ გვერდითაა, ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას წყნარი ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ერებისთვის - ტრამპის გზავნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას

აშშ 100%-ით თქვენ გვერდითაა, ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას წყნარი ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ერებისთვის - ტრამპის გზავნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ძლიერი პარტნიორი იქნება რეგიონისთვის.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის დროს განაცხადა.
„ჩემი გზავნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 100%-ით თქვენ გვერდითაა და ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ ძლიერი პარტნიორი და მეგობარი მომავალი თაობებისთვის. ერთი წლის წინ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანაა და ერთად ჩვენ შევქმნით წარმოუდგენელ კეთილდღეობას წყნარი ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ერებისთვის, გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისთვის“, – თქვა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.