ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. გარფილდის ოლქში ხილვადობის გაუარესების შედეგად ოკლაჰომაში ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება ოკლაჰომის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. მისისიპის შტატში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ტორნადოების შემდეგ, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორის, როის მაკის თქმით, სამი ადამიანი უოლთოლის ოლქში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კი კოვინგტონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. ორივე ოლქში ასევე იტყობინებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აპირებს დაზიანებების დათვალიერებას და საბოლოო დასკვნის გაკეთებას მომხდარის შესახებ. ოფიციალური პირების თქმით, ნანგრევების გატანის სამუშაოები გრძელდება და მალე დაიწყება ზარალის შეფასება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.