ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

შეერთებული შტატების 6 შტატში შტორმსა და ტორნადოს სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, 12 ადამიანი მისურის შტატში დაიღუპა, 8 - კანზასში, 3 - არკანზასის შტატში, 6 - მისისიპში, 3 - ტეხასში და ერთი - ოკლაჰომაში.
უამინდობის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისისიპის გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, 6 დაღუპულის გარდა, ამ დროისთვის, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 29 კი - დაშავებულია.
ABC NEWS-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა შტატს 40-ზე მეტმა ტორნადომ დაარტყა და უამინდობის საფრთხე კვლავ მაღალია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.